ქცევის მართვის სამსახურის თანამშრომლი
06-10-2026 - 06-11-2026
ლოკაცია: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N30
სამუშაო განაკვეთი: სრული
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის აცხადებს კონკურსს ქცევის მართვის სამსახურის თანამშრომლის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშოს აღწერა:
** სკოლის ტერიტორიის მონიტორინგი
** სკოლაში წესრიგის უზრუნველყოფა და უსაფრთხო გარემოს შექმნა
** მოსწავლეების ქცევაზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების გაცემა
** კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა და პრევენცია
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** ორგანიზებულობა
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა
** კრეატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.