ნიუტონის თავისუფალი სკოლა“ 2013 წელს დაარსდა და 0-იდან 12 კლასის მოსწავლეებს, მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებულ, საერთაშორისო ბაკალავრიატის (The International Baccalaureate®) სასწავლო პროგრამებს სთავაზობს:
1. დაწყებითი საფეხურის პროგრამა (PYP ფრესქული, PYP 1-5 კლასები)
2. შუალედური საფეხურის პროგრამა (MYP 6-10 კლასები)
3. დამამთავრებელი საფეხურის პროგრამა (DP 11-12 კლასები)
IB დიპლომი აღიარებულია საქართველოში, „გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას“.
ნიუტონის თავისუფალი სკოლის მისია მოსწავლეთა პოტენციალის გამოვლენა და განვითარებაა, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ და მზრუნველ მსოფლიო მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ გამოიჩინონ ინიციატივა სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად.
ამის მისაღწევად ნიუტონის თავისუფალი სკოლა ცდილობს, მოსწავლეებისთვის შესწავლის, აღმოჩენის, ახალი ცოდნისა თუ უნარების დაუფლების პროცესი იყოს სასიამოვნო როგორც საკლასო ოთახებში, ისე – მათ მიღმა. ჩვენი მიზანია:
