ინგლისური ენის კათედრის სტაჟიორი
06-10-2026 - 06-11-2026
ლოკაცია: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N30
სამუშაო განაკვეთი: სრული
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის კათედრის სტაჟიორის ვაკანტურ პოზიციაზე.
თუ კარგად გამოგდით ბავშვებთან ურთიერთობა, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.
ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს სტაჟიორს ინგლისური ენის კათედრისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესაბამისი უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული საოფისე სრულყოფილი ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** ორგანიზებულობა
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა
** კრეატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.